გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვ. ა. მოცარტი
|
საგანი/პედაგოგი
|
მუსიკა/ნანა ლაღიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო/მე-8 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
12 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
·
აქტუალურად ჩაებან გაკვეთილის მსვლელობაში.
·
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება კლასიკური მუსიკისა და კლასიკოსების შესახებ.
მოსწავლეებს აქვს საშუალება მოსმენილის
შესახებ აზრის გამოთქმის და მსჯელობის შესახებ.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
მუს.VIII.5. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ
შთაბეჭდილებაზე;
·
განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური,
ხალხური, თანამედროვე);
·
მოსმენის
დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით
საშუალებებს;
·
ამოიცნობს მუსიკალურ
ნაწარმოებებს
მოსმენისას.
მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია
გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს /
შემსრულებელს /კომპოზიტორს;
·
მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების,
კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
·
წარადგენს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას
მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ
იმ მუსიკოსის შესახებ;
ü საგაკვეთილო
პროცესში აქტიური მონაწილეობა;
ü კომპოზიტორთა
ბიოგრაფიის და შემოქმედებითი ცოდნა;
ü მუსიკალური
ტერმინების განმარტებები;
ü მუსიკის
მოსმენა ანალიზი.
|
წინარე ცოდნა
|
v მოსწავლეები
აქტიურად იხსენებენ იმას რაც იციან მოცარტის ბიოგრაფიიდან, თუ რომელო ჟანრის ნაწარმოებები
აქვს შექმნილი და იხსენებენ განვლილი საგაკვეთილო პროცესიდან მოსმენილ მასალას.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებთან ერთად ვადგენ წინასწარ შეფასების სქემას.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, აუდიო დისკი, ინტერნეტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება კლასის ორგანიზება. 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ მოლოდინის
განსაზღვრა.
აქტივობა 1. 4 წ თ.
კითხვა პასუხი.
1
რა ვიცით მოცარტის შესახებ.
2
რომელ ნაწარმოებს გავიხსენებთ
3
რამდენი ნაწილისაგან შედგება რეკვიემი;
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2. ახალი მასალის ახსნა და მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა
ელექტრონული პრეზენტაციის გამოყენებით _ 15 წთ.
მოსმენილი ნაწარმოებიდან ვაანალიზებთ თუ რა ხასიათის ნაწარმოებია რეკვიემი,
როგორ ჟანრს მიეკუთვნება, მუსიკა სევდიანია თუ მხიარული, განვიხილავთ მუსიკაში მოცემულ
მუსიკალურ ტერმინებს, მოსწავლეები ერთმანეთს აკავშირებს ახალსა და უკვე ცნობილ ინფორმაციას.
მოსმენილთან დაკავშირებით სვამენ შეკითხვებს.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა
_ 20 წ თ.
მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. თითოეულ
ჯგუფს სამუშაოდ გადავეცი ფერადი მარკერები და დიდი ზომის ფორმატის ფურცლები პრეზენტაციისათვის.
ჯგუფებს პასუხი უნდა გაეცა შემდეგ შეკითხვებზე:
1. რეკვიემის შექმნის ისტორია;
2. მოცარტის გარდაცვალების შემდეგ ვინ დაასრულა რეკვიემი?
3. გადმოეცით თქვენი ემოცია მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ;
4. თქვენი აზრით რომ არა მოცარტის დამხმარე მოსწავლე რა ბედი ეწეოდა
ნაწარმოებს?
5. რატომ შეარქვეს მოცარტს ვუნდერკინდი?
6, რა ასაკში გარდაიცვალა მოცარტი?
თითოეულმა ჯგუფმა აირჩია ლიდერი, რომელმაც კლასს წარუდგინა ჯგუფის პრეზენტაცია.
აქტივობა 4. თვითშეფასება და
შეფასება.
2 წ თ.
აქტივობა 5. 2 წ თ.
საშინაო დავალების მიცემა.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
საინტერესო გაკვეთილია
ОтветитьУдалить