პროექტის სახელწოდება: მუსიკა და სიტყვა.
პროექტის მთავარი იდეა: გავარკვიოთ რა კავშირი აქვს სიტყვას მუსიკასთან,
კერძოდ სონატასთან, ოპერასთან, სიმფონიასთან, ბალეტთან, ოპერეტასთან.
პროექტის აქტუალობა: გავიგოთ რა დატვირთვა აქვს ვოკალურ
ნაწარმოებში ტექსტს. ადამიანი ჩვეულებრივ სიტყვებით მეტყველებს, გამომსახველობის მიზნით ამაღლებს და
ადაბლებს ტონს, ანელებს და აჩქარებს სამეტყველო
ტემპს. სიტყვების საშუალებით გავიგებთ თუ რისი გადმოცემა სურს კომპოზიტორს ამა თუ მუსიკაში.
პროექტის მიზნები:
მუს.VIII.8. მოსწავლეს აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს იმის შესახებ,
თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების, კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა
მუსიკალური გამომსახველობის სხვადასხვა ხერხის საშუალებით;
·
განიხილავს მუსიკის როლს ხელოვნების სხვა დარგებისთვის.
1. მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მუსიკის მიმართება
სიტყვასთან დაკავშირებით.
2. ბავშვები იმუშავებენ ჯგუფურად მუსიკა და სიტყვის
კავშირზე.
3. მოსწავლეებს განუვითარდება ლოგიკური აზროვნების უნარი.
მოსწავლის ასაკი: 13-14 წელი.
ვადები: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას:
1. მოსწავლეები შეისწავლიან უცხოელი კომპოზიტორების: შუმანის, ბერლიოზის, შოპენის, გრგის, რახმანინოვის,
მენდელსონის უსიტყვო სიმღერების წარმოშობას, ასევე მოსწავლეები პარალელს გაავლებენ
სიტყვიერ კავშირს მუსიკასთან მიმართებაში.
2. მოსწავლეები
გაიგებენ თუ რა როლი აქვს სიტყვას მუსიკაში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კომპიუტერი, ელექტრონული
პრეზენტაცია.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.
მოსწავლეებისთვის თემის გაცნობა.
აქტივობა
2. კლასში ნაწარმოების მოსმენა, და ჯგუფების მიერ მოკლე მიმოხილვა მოსმენილ
მუსიკასთან დაკავშირებით.
აქტივობა 3.
პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობა 4. მოსწავლეთა შეფასება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
მუსიკა
მუს.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს პროექტის
მიზნის განსაზღვრასა
და დაგეგმვაში;
·
მოიძიებს
თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
·
მონაწილეობს
პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ლაღიძე;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: lagidzenana567@gmail.com
მომწონს კარგი გეგმაა
ОтветитьУдалить